Wednesday, November 13, 2013

სამეგრელო


    სამეგრელო მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე,კავკასიონის ქედის მთისწინა და ნაწილობრივ მთიან ზოლში.სამეგრელოს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება იმერეთი,სამხრეთიდამ გურია,დასავლეთით შავი ზღვა,ჩრდილოეთით სვანეთი და აფხაზეთი.
     ზუგდიდის ხელსაყრელი ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა აქვს.იგი მდ.ენგურის აკუმლაციურ ვაკეს მოიცავსა და იგრძნობოდა  სივრცე. ქალაქი ჩრდილო-დასავლეთისკენ იზრდებოდა.
        ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია,ზაფხული ცხელია ზამთარი რბილი,უთოვლო ზამთარი ხშირია.შემოდგომა უფრო თბილია, ვიდრე გაზაფხული.
 ქალაქის ტერიტორიაზე  მიედინება მდიანრეები ჩხოუშიაში, კუჩხობონი, სინწა, ხოლო უფრო დასავლეთ-ბობოქარი ენგური ,რომელიც მდიდარია ჰიდროენერგეტიკული რესურსებით.
ქალაქში ტროპიკული და სუბტროპიკული ქვეყნებიდან  შემოტანილი მცენარეულობა-პალმები მაგნოლიები, კამელიები... თავს მშვენივრად გრძნობენ. ზუგდიდი მწვანეშია ჩაფლული.
     ბარის სამეგრელოს ნიადაგი ჭაობიანი,მთის წინეთის და მთის ზოლის-ეწერი,წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგებია.ტენიანი და სუბტროპიკული ჰავაა.დაბლობის ჭაობიანი ნიადაგები უხვად შეიცავენ ტორფს და ლამს.


   

კოლხეთის ეროვნული პარკი


კოლხეთის ეროვნული პარკი_ დაბლობის ზღვისპირა ზოლში მდებარე ჭაობები    წარმოადგენს ნაშთს მესამეული პერიოდის მდიდარი სუბტროპიკული და ნაწილობრივ ტროპიკული ფლორისა,რომელიც უწყვეტ სარტყელს ქმნიდა ევრაზიის ტერიტორიაზე და რომელმაც შემდგომ მეოთხეული პერიოდის განმავლლობაში კლიმატის რღვევა განიცადა.
 კოლხეთის ჭაობები და დაჭაობებული ტყეები გამოირჩევა ფლორისტული შემადგენლობის იშვიათი მრვალფეროვნებით,ენდემური და რელიქტური სახეობების სიუხვით,მდიდარი ფიტოცენოზების გავრცელებით.განსაკუთრებით აღსანიშნავია ჭაობის ბორეალური სახეობები-სფაგნუმის ხავსები,მრგვალფოთოლა დროწერა,ტორფის ისლი და სხვა,რომლებიც ამჟამად ტუნდურასა და ტიაგაში გვხვდება  და რომელთა აქ არსებობა თავისებური პარადოქსია.ეს ფორმები ზოგიერთი მეცნიერის აზრით, გამყინვარების დროინდელ რელიქტებს წარმოადგენენ.ასევე უჩვეულოა კოლხეთის  ზღვისპირა ჭაობებში მაღალი მთის ფლორის ისეთი ელემენტების გავრცელება,როგორიცაა შქერი და იელი.ტბებში,ჭაობებსა და მდორე მდინარეების კალაპოტების გასწვრივ ფართოდაა წარმოდგენილი წყლის მცენარეულობა:თეთრი დუმფარა,ყვითელი დუმფარა,კავკასიის იშვიათი რელიქტური სახეობა-წყლის კაკალი... ჭაობის ირგვლივ მდებარე  დაჭაობებულ  და ტენიან ტყეებში ჩვეულებრივ მურყანთან ერთად გვხვდება მესამეული პერიოდის რელიქტები-იმერული მუხა,ჰართვისის მუხა,ლაფანი,მარადმწვანე ჭყორი და სხვა. ამ ტყეებში ბინადრობეს შველი,გარეულიღორი,ჯერ კიდევ გვხვდება მცირეაზიული ტრიტონი,კავკასიური გველგვესლა.
    ჭაობები,ჭაობის მდინარეებთან და ტბებთან ერთად წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს დასაზამთრებელ და დასასვენებელ უბანს, როგორც ადგილობრივი,ისე გადამფრენი ფრინველებისთვის.კოლხეთის  დაბლობის ზღვისპირა ნაწილზე გადის წყლის და ჭაობის ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთი ძირითადი გზა აფრიკიდან ევრაზიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ რაიონებისკენ.
სულ ამ რეგიონში  გავრცელებულია (იზამთრებს,ბუდობს,გვხვდება გადაფრენების დროს) 194 სახეობის ფრინველი. ( აქედან 21 სახეობის გადამფრენია) მათ შორის საქართველოს წითელი წიგნის  და ევროპის წითელი ნუსხის სახეობები: შავი ყარყატი,თეთრკუდა არწივი,შაკი, რუხი წერო,დიდი თეთრი ყანჩა,პატარა თეთრი ყანჩა,სისინა და მყივანა გედები,ხოხობი და სხვა.
განუმეორებელ სანახაობას წარმოადგენს ტბები და ჭაობის პატარა მდინარეები ეგზოტიკური სანაპიროებით.აქ გავრცელებულია 90-მდე  სახეობის თევზი, რომელთაგან 44 სახეობა შავი ზღვის აკვატორიაში ბინადრობს,  მათ შორის ატლანტური ზუთხი,რომელიც შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში და ევროპის წითელ ნუსხაში.

რას ნიშნავს ზუგდიდი ?

  სახელწოდება ზუგდიდი ქართულ  და უცხოურ წყაროებში ორგვარი ფორმით გვხვდება ზუგდიდი და ზუბდიდი, მეგრელები კი მას ზუგდიდ -ს ეძახიან . აკად.ქეთევან ლომთათიძის მიერ დადგენილია, კიდევ ერთი სავარაუდო ფორმა  - ზუბგითი ,რომელიც  შემონახულია მის აფხაზურ სახელში.                                                                             ამ სახელწოდების მნიშვნელობა დიდი ხანია  მეცნიერთა ყურადღების  საგანია.გამოთქმულ იქნა რამდენიმე მოსაზრება,მაგრამ არცერთი მათგანი არ გასცდენია ვარაუდის ფარგლებს. ჩემ მიერ ამ საკითხისადმი მიძღვნილ  ცალკე გამოკვლევაში დასაბუთებულ იქნა ერთ-ერთი ადრე გამოთქმული მოსაზრებაგათანი (ა.ტყღუში ,.კვლავ ზუგდიდის ეთიმოლოგიისათვის,კრებული "ონიმასტიკა", თ.1 თბ.1987, გვ 158-164), მაგრამ რადგანაც ეს ნაშრომი დაიბეჭდა მკვლევართა  ვიწრო წრისათვის , მცირე რაოდენობით დასთამბულ კრებულში ,საჭიროდ მიაჩნია მისი მკითთხველთა ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა.   ზუბდიდ-ი იხსნება მე_17 - მე_18 საუკუნეთა როგორც  ირეკვევა, ის იმერული-გურული ფორმაა.  
     ნიშანდობლივია ისიც,რომ ზუბდიდი არ გვხვდება  არც  მეგრელთა  მეტყველებაში  და არც მათი ხელიდან გამოსულ წერილობით,მაშინ როდესაც თითქმის ყველა საბუთი, სადაც ოდიშის სატახტო  ზუბდიდად მოიხსენიება, იმერეთს უკავშირდება.      ზუგდიდის ადრეული სახელი ზუბ დიდი რომ ყოფილიყო, მაშინ მეგრულისათვის დამახასიათებელი  ერთი ფონეტიკური თვისების გათვალისწინებით, ამ სახელიდან დონ-ის  მეზობელი ბან-ი ამოვარდებოდა ,რადგან მეგრულში ბან-ი  ამოვარდებოდა,რადგან მეგრულში ბან-ი ვერ ეგუება დონ-ის მეზობლობას (შდრ. ბაბდიდი  - ბადიდი. ირკვევა,რომ ზუგდიდი და ზუბდიდი ფორმებით ქალაქის ერთი საერთო,ადრეული სახელიდან მომდინარეობს.
       აკად. ქეთევან ლომთათიძემ დაადგინა, რომ ქართველურ ენებში გვ ლაბიალური კომპლექსი გვაძლევს ლაბილურ  ბგერას ბ. ყოველილე ამის გათვალისწინებით ,იმ სავარაუდო ფორმად, საიდანაც შეიძლებოდა  წარმოშობილიყო როგორც ზუგდიდი,ასევე ზუბდიდი ,უნდა მივიჩნიოთ ზუგვდიდი.ამ ვარაუდს დამაჯერებლობას მატებს  ის გარემოება რომ სიტყვა  ზუგ, ასევე ზუგვ ფორმით .
     წერილობით წყაროთ უმეტესობაში ოდიშის  სამთავროს სატახტო მაინც ზუგდიდი ეწოდება. ამ წყაროთაგან უძველესია 1621 წელს შედგენილი "აფხაზეთის საკათალიკოსოს მოსაკვრებლების დავთარი " ზუგდიდ-ი იხსნება ლევან მე_2  დადიანის (1594-1657) ხელიდან გამოსულ ყველა საბუთში.ზუგდიდ-ს უწოდებენ 1662 წელს სამეგრელოში ნამყოფი პოეტი  ფეშაგნი ხითარიშვილი (ფაშვი ბერტყაძე), მეფე-პოეტი არჩილი  (1647-1713  ) მე-17 - მე-18 საუკუნეთა მიჯნის ისტორიკოსი ბერი ეგნატიშვილი,მისი თანამედროვე უცნობი ქართველი მემატიანე, დიდი გეოგრაფია და ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი(1696 - 1757 ),ოდიშელი ისტორიკოსი ნიკო დადიანი(1780-1834),იტალიელი კათოლიკე  მისიონერი არქანჯელო ლამბერტი,რომელმაც თითქმის მეოთხედი საუკუნე დაჰყო სამეგრელოში,იტალიელი მისიონერი და მხატვარი ქრისტეფორე დე კასტელი(1597-1659), რომელმაც ასევე დიდი ხანი იცხოვრა სადადინოში,იერუსალიმის პატრიარქი დოსითეოსი(1647-1707),ცაიშელი ეპისკოპოსი გრიგოლ ჩიქოვანი(1777-1846) და სხვანი.
        ზუგდიდის სახელწოდების კიდევ ერთი ფორმა გვხვდება წყაროებში-ესაა ზურგდიდი. ეს ფორმა გამოიყენება 1616-1621 წლებს შორის ცაიშელი ეპისკოპოს მალაქია გურიელის ბრძანებით შედგენილ ,,საცაიშელო მოსაკრებლების დავთარში". აი, ნაწყვეტი ამ დოკუმენტისა: ,,ზურგდიდისაკენ ანარიას ღელეს აქეთ მდინარის ჩასართავამდის,დარჩელისა და ჩოხათის სოფლისა, ჭალის სოფლისა, ალის სოფლის სათემო გზას დაბლა ხეთისკენ, ბარცხალას ღელეს აქეთ ცაიშის ეკლესიისა და იქით საერთო საცაიშლო კაცისა".
       ზუგდიდი ორი სიტყვისაგან შემდგარი კომპოზიციაა. ეს სიტყვებია ზუგ-ი და დიდი.
        უკვე ითქვა, რომ მეგრულში ნიშნავდა ბორცვს.თუკი ეს სიტყვა,ამგვარი მნიშვნელობით სვანურში  დღმდეა შემორჩენილი( და ამიტომ თვითონ ზუგდიდი-ც ზოგ მეცნიერს,სვანური ეგონა),მეგრულში მის ოდესღაც არსებობაზე მიუთითებს ორი გარემოება.
        პირველი ის, რომ მეგრულში დღემდე არის შემორჩენილი ზუგ სიტყვის ფონეტიკური ვარიანტი სუკი,რომელიც ბორცვს ნიშნავს.
        მეორე-სამეგრელოში და მეგრულ-ჭანების ნამკვიდრალ მის მომიჯნავე კუთხეში-გურიაში დღემდე ცოცხალი ზუგ სიტყვის შემცველი უკლებრივ ყველა ტოპონიმი აღნიშნავს ბორცვს, მაღლობს,გორაკს.
        სამგრელოს სამთავრო სატახტოს სახელი რომ მართლაც ბორცვის აღმნიშნელ სიტყვებს შეიცავს, კარგად ჩანს იქიდანაც, რომ ამ ქალაქის სახელი ერთ-ერთ წყაროში გვხვდება ზურგიდი-ს ფორმით.
        ზურგ-ი ფონეტიკური ტყუპისცალია ზურგ სიტყვისა.თუკი ზურგ სიტყვა მხოლოდ ბორცვის მნიშვნელობას შეიცავს, ზურგს სიტყვას,მე-17 საუკუისთვის ბორცვის მნიშვნელობაც ქონია შენარჩუნებული, ზურგის, კუზის მნიშვნელობასთან ერთად.
         ის,რომ ზურგ სიტყვა ბორცვსაც აღნიშნავს ადამიანის სხეულის ნაწილს ზურგსაც(კუზსაც).
         ამრიგად,ზუგდიდი-ს მნიშვნელობა დადგენილად უნდა ჩაითვალოს ის ნიშნავს დიდ ბორცვს.
          ეს სახელწოდება მას იმ ადგილის გამო უნდა მიეღო,სადაც იყო თავდაპირველად გაშენებული.ესაა გვიან მარცხვარ კარიშ სუკ-ად წოდებული ბორცვის,საიდანაც ამაყად გადმოჰყურებს ქალაქს წმინდა გიორგის ძველი ეკლესია.              


                                                                               

Tuesday, November 12, 2013

სად მდებარეობდა ძველი ზუგდიდი?




  ძველი ზუგდიდი, როგორც ირკვევა, მაცხოვრის გორაზე მდებარეობდა. ცნობილი   ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე(1827-1890), რომელიც 1874 წელს  ზუგდიდზე, წერს: ,,ახალი ზუგდიდის მახლობლად, ვაკის შუაგულში, აღმართულია დიდი გორა, რომელზედაც იყო გაშენებული ძველი ზუგდიდი".
      ასეთივე ცნობას  გვაწვდის ექვთიმე თაყაიშვილიც : ,,ძველი ზუგდიდი მომაღლო ადგილზე, გორაკზე იყო გაშენებული, ახლა კი დაბლობზეა" (ე. თაყაიშვილი, არქეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, წ. ll, ტფ. 1914, გვ.193-194).
       ძველი ზუგდიდი რომ, მართლაც, მაცხოვრის გორას იყო შეფენილი, დასტურდება ტოპონიმიდან  ნაზუგიდგ, რომელიც, როგორც აკაკი ჭანტურიას მიერ შედგენილი ზუგდიდის რუკიდან ჩანს, სწორედ მანცხვარკარის გორის მიდამოებს ერქვა (აკ. ჭანტურია, ისტორიული-არქეოლოგიური ძიებანი სამეგრელოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები (ისტორია...).
         მანცხვარკარის გორაზე მდგარა ზუგდიდის ციხე-სიმაგრე, რომლის ნაშთები დღემდეა მოღწეული.სწორედ, ამ ციხესიმაგრის ნანგრევებზე ლაპარაკობს დიმიტრი ბაქრაძე 1875 წელს დაბეჭდილ წერილში: ,,ზუგდიდში ორი ეკლესიაა, ძველი და ახალი.პირველი დგას ძველ ზუგდიდში, რომელიც ოდესღაც გამაგრებული იყო გალავნით, რომლის კვალი აქა-იქ შეიმჩნევა ხშირ ბარდნარში"(დ.ბაქრაძე, დასახ.ნაშრომი, გვ.72).
      XlX საუკუნის მეორე ნახევარში ზუგდიდში ნამყოფი ანონიმი ავტორი კი გვაუწყებს: ,,დაბა ზუგდიდში ოდესღაც არსებობდა ციხე-სიმაგრე, რომლის კვალი ახლაც შეიმჩნევა".
       მართალია, ამ წყაროში არაა მითითებული, თუ სად მდებარეობდა ეს ნანგრევი, მაგრამ აქ სწორედ იმ  ნანგრევებზე უნდა იყოს ლაპარაკი, რომელზედაც დ.ბაქრაძე წერდა.
      ფრანგი ჟიულ მურიე, რომელმაც XlX საუკუნის 80-იან წლების დამდეგს სოფელ-სოფელ აღწერა სამეგრელო, წერს, რომ ზუგდიდის მაცხოვრის ეკლესია ოდესღაც გამაგრებული ყოფილა გალავნით, რომლის ნაშთები ახლაც მოჩანსო.
      მანცხვარკარის გორაზე ჩემ მიერ ზედაპირულად აკრეფილი Xll-Xlll საუკუნის თიხის ჭურჭლის ნატეხებიც (დოქის ჭდეებიანი ყურები,ქვევრის ძირები), ცხადია, ძველი ზუგდიდის სწორედ ამ ადგილზე არსებობის სასარგებლოდ ლაპარაკობენ.
      სწორედ აქ.მანცხვარკარის გორაზე,ა აღმართული ჩვენი ქალაქის უძველესი ნაგებობა, წმ.გიორგის სახელობის ეკლესია(იგივე მანცხვარკარის ეკლესია), რომლის აშენების ზუსტი თარიღი დღემდე არაა დადგენილი.
      აკადემიკოსი მარი ბროსე(1802-1881) ამ ეკლესიას XV საუკუნეში აგებულად მიიჩნევდა.აკადემიკოსი ე. თაყაიშვილი Xlll-XlV საუკუნეთა მიჯნით ათარიღებდა(ე. თაყაიშვილი, დასახ. წიგნი, გვ. 194),მკვლევარი ალ. მიქავა კი სულაც XVll საუკუნეს აკუთვნებდა(ალ. მიქავა. ზუგდიდი (გზამკვლევი). თბ.1968, გვ.16).
     ზუგდიდის  წმ.  გიორგის  სახელობის  ეკლესიის  აშენების  ხანის  განსაზღვრა  უაღრესად  საყურადღებო  ძეგლის  საფუძვლიანი  ხუროთმოძღვრული  შესწავლის შედეგადაა შესაძლებელი. ისე კი,  ეს ეკლესია, ჩემი აზრით, გიორგი I დადიანის ერისთავობისას (XIV საუკუნის პირველ მეოთხედში) უნდა იყოს აგებული. ამას მაფიქრებინებს მისი მორთულების მსგავსება იმ ძეგლების მორთულობასთან, რომლებიც ამ ერისთავის მმართველობისას აიგო (ცაიშისა და ხობის ტაზრები).  საჭიროდ მიმაჩნია ამ ეკლესიის სახელწოდების განმარტება. როგორც ცნობილია, ზუგდიდელები ადგილს, სადაც ეს ეკლესია დგას, მანცხარკარს უწოდებენ. ეს ეკლესიაც მაცხოვრის სახელობისად უნდა მიგვეჩნია, მაგრამ ირკვევა, რომ ეკლესია წმინდა გიორგის სახელობისაა და არა_ მაცხოვრისა.                                           1849 წელს დავით დადიანმა ცნობილ ოქრომჭედელ პეპუ მეუნარგიას (1792-1851) მოაჭედვინა წმ. გიორგის ხატი, რომელიც დაასვენა ზუგდიდის ამ ძველ ეკლესიაში, რომელიც 1830 წლამდეც, დედოფლის სასახლედ წოდებული პალატის გვერდით, ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის აშენებამდეც და ამის შემდეგაც, დადიანთა სამთავრო კარის ეკლესია იყო. 1843 წელს მოჭედილი ხატის წარწერაში დავით დადიანი პირდაპირ წერს - ,,დავასვენეთ ზუგდიდის ჩვენსა ეკლესიისა შინა".
      1821  წელს  ცაიშელ მიტროპოლიტ  გრიგოლ ჩიქოვანს ამ ეკლესიისათვის შეუწირავს ვერცხლის ბარძიმი, რომელზედაც ასეთი წარწერა: ,,წმინდაო გიორგი ზუგდიდისაო,წარსაგებელით შენითა გავაჭედვინე ბარძიმი ეს, ცაიშელი მიტროპოლიტი გრიგოლმა წელსა ჩყკა".
       ცნობილია,  რომ ჩვეულებრივ იმის ხატს აჭედვინებდნენ ღვთის მოშიში დიდებულები,  ვის სახელზეც აშენებდნენ ეკლესიას.მაცხოვრის ხატს მაშინ მოაჭედვინებდნენ, თუ ამ ხატის დასვენება მაცხოვრის ეკლესიაში ექნებოდათ განზრახული,ღვთისმშობლის ხატს-ღვთისმშობლის ტაძრისთვის,  წმინდა გიორგის  ხატს,  თუ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაასვენებდნენ ცოდვების მისატევებლად, შემწედ და მეოხად.
     ამ წესის გათვალისწინებით და ზემოთ დამოწმებული 1849 წლის ხატის წარწერაზე დაყრდნობით, შეიძლება დავსაკვნათ, რომ ეკლესია, სადაც ეს ხატი დაასვენა დავით დადიანმა, წმინდა გიორგის სახელობისა უნდა ყოფილიყო.ამაზე პირდაპირ უთითებს გრიგოლ ცაიშელის მიერ ამავე ეკლესიისთვის შეწირული ბარძიმით ზემოთ დამოწმებული წარწერაც,
     ზუგდიდში,მანცხვარკარის ბორცვზე მდგარი ეკლესია, რომ, მართლაც, წმინდა გიორგის სახელობისა იყო, ამას ამტკიცებს 1872 წელს აქ ნამყოფი ერთი უცნობი მოგზაურის შემდეგი ცნობაც: ,, ზუგდიდის ნაწილი, მართლაც, გაშენებულია ბორცვზე, რომელიც ბატონობს მის დანარჩენ ნაწილზე და რომელზედაც მდებარეობს ქვის ძველი,წმინდა გიორგის სახელობის, სასოფლო ეკლესია...შემოზღუდულია ქვის მაღალი გალავნით".
        ამრიგად, გაირკვა, რომ მანცხვარკარის გორაზე მდგარი ეკლესია წმინდა გიორგის სახელობისა ყოფილა, მაგრამ მაშინ საიდან გაჩნდა სახელწოდება მანცხვარკარი?
        ამის ახსნაში გვეხმარება ცაიშის ტაძრის მაგალითი.ცაიშის, დღემდე საკმაოდ კარგად მოღწეული, გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც როგორც პროფ. პარმენ ზაქარაიმა დაადგინა, Xlll-XlV საუკუნეთა მიჯნაზეა აშენებული, ღვთისმშობლის სახელობისაა.ის აქ მანამდე არსებული დარბაზული საკათედრო ტაძრის ადგილას აუშენებიათ.ეს დარბაზული ეკლესია კი,როგორც ირკვევა,მახარებელთა სახელზე ყოფილა აგებული.ცაიშის ამ ძველი,დარბაზული ეკლესიის, წარწერას რომელიც იმავე სამრეკლოს კედელზეა ჩაშენებულო,მე შემდეგნაირად ვკითხულობ:
       ,,...[აღვა]შენე ესე საყდარი გ(იორგი) დადია[ნისა] ბრძანებითა მახა[ებელთა] შეწევნითა ბა]სილ ცაიშელ[მან]..."
          არ ვიცი, თუ რა იყო ამის მიზეზი, მაგრამ, როგორც ჩანს, ძველი დანგრეული ეკლესიის ნაფუძნარზე აგებულ ახალ ეკლესიას აკურთხებდნენ არა იმის სახელზე,ვის სახელზედაც ძველი ეკლესია იყო ნაკურთხი, არამედ სხვა წმინდანის სახელზე,სწორედ, ეს უნდა იყოს მიზეზი იმასა, რომ XlV საუკუნეში აგებული ზუგდიდის ეს ეკლესია წმინდა გიორგის სახელობისაა, ხოლო ადგილს, სადაც დგას, დღემდის შემოუნახავს სახელწოდება ამ ეკლესიის ადგილას უფრო ადრე  მდგარი საყდრისა.
         ზუგდიდის უძველესი უბანი, რომ სწორედ მანცხვარკარის გორაა  და არა სხვა,ამაზე ყველაზე უტყუარად თვით სახელწოდება ზუგდიდი ლაპარაკობს.

პრობლემები ჩვენს რაიონში

     ჩვენი   სკოლა ტერიტორიულად  მდებარებს  აფხაზეთის საზღვართან ახლოს, ენგურის ხიდთან. ხიდის მიმდებარე ტერტორიაზე გაშენებულ  სოფლებზე  გადის  სოხუმისა და სვანეთისაკენ მიმავალი გზატკეცილი,  რომელითაც უკავშირდებოდა მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში ე.წ.,,ვექტორის" მიდამოებში გაყვანილ  სატრანსპორტო გზა.
   XX ს. 90 - იანი  წლების ცნობილი მოვლენების დროს, ე.წ. აფხაზეთის ,,დამოუკიდებლობისა" და რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების შემდეგ, ამ გზამ ფუნქცია დაკარგა.
   უნდა  აღინიშნოს , რომ  ე.წ. ,,ვექტორის"  გზა იყო კეთილმოწყობილი და დღეისათვის  წარმოადგენს ნაგავსაყრელს, რაც ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის მოსახლებას. ამავე ტერიტორიაზე   მდებარეობს და ფუნქციონირებს  ასფალტის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც გამოყოფს გამონაბოლქვს და წარმოადგენს ასევე  საფრთხეს  ადამიანის ჯანმრთელობისთვის.


      საქართველოს ახალი რეალობიდან გამომდინარე ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობა დათბება ჩვენს მეზობელ რუსეთთან. ეს გზა აღსდგება და სწორედ ის მიგვიყვანს   აფხაზებთან. 

Saturday, November 9, 2013

ტრადიციული სამოსი

წარსულში ქართველი ქალის სილამაზით მოხიბლული ჟან შარდენი წერდა: "ქართველები მთელ აღმოსავლეთში და შეიძლება ითქვას მთელ მსოფლიოში,საუცხოო ჯიშის ხალხია,ამ ქვეყნებში მე არ შემხვედრია არც ერთი უშნო ადამიანი,კაცი იქნება თუ ქალი, ვხვდები მხოლოდ და მხოლოდ ანგელოზისებრ სახეებს.ქალების უმეტესობა ბუნების ისეთი სინატიფით დაჯიდოვებულია,როგორსაც ვერსად შეხვდებით" , "მეგრელები ძალიან კარგი ჯიშიც ხალხია,კაცები კარგი აღნაგობისანი,ქალები ძალიან ლამაზები".
ტანსაცმლიდან ბარგში თავსდება "მუკაქუნალი","მუკოქვენჯი","გონაქვენჯი","გინაქუნალი","გიორთუმალი","მადვალარი".მუკაქუნალში შედის ის,რაც ჩასაცმელია,გინაქუნალში რასაც მკლავი არ გაეყრება,დანარჩენი თავსაბურავი და მეორე ფეხსაცმელია.უკანასკნელ ორს ხშირად ასე აზუსტებენ,"დუდიშ გიორთუმალარი" და "კუჩხიშ მადვალარი", ჩვენ ხელთ არის უზოგადეს ტერმინებთან ერთად ადამიანის სხეულის ნაწილების ზოგადი სახელწოდებანი.
მეგრელები ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას. "სადიარო" "სასტუმარო_" "საგარო მუკაქუნალი," საშინაოსგან "საოჯახო"_ "ყუდეშ მუკაქუნალი" ერთმანეთს უპირისპირებდნენ საქორწილოს და სამგლოვიარო სამოსელს.მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს:შიგნითა "_დინახალე", გარეთა "_გალე" "გალენ" ზემოთა და ქვემოთა_ "ჟინ" და "თუდონი".საინტერესოა ზოგი კონკრეტული ცნებაც,როგორიცაა "ოსარე"-პერანგი,"ყანთარი"-საგულე და სხვა.
საცვლის ნიმუშებიდან მეგრული სახელწოდების მატარებელნი: ოსარე,კურთა,ყანთარი. ძველად არსებული მეგრული პერანგის მოხმარება იშვიათობას წარმოადგენს.



რიტუალები

"ჟინი ანთარი"
მეგრული ჟინი ანთარის რიტუალში ნათლად აისახა კერისა და მიწიერი ხალხის კულტი,რომელიც მჭიდროდ არის შერწყმული ჟინი ანთარის,ანუ ციური ცეცხლის კულტთან. კერის ცეცხლთან უნდა ყოფილიყო ასოცირებული ოჯახის მფარველი მამაკაცური ბუნების მქონე ღვთაების კულტი.ამ ღვთაების ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა ადამიანისა და საქონლის მფარველობა.მეგრელთა წესით.მდედრის კერისა და მამრის მიწიერი და ციური ცეცხლის ურთიერთკავშირით მიიღწეოდა.ეს ღვთაება იყო მიქელ გაბრიელ თარანგიოზ, მთავარანგელოზი,წმ.გიორგის შემდეგ.

"ვაშინერს"
ს.მაკალათიას აქვს  მთვარის დღესთან ანუ თუთაშხასთან დაკავშირებული მასალა.თუთაშხას, მთვარის დღეს მეგრელბი  განსაკუთღებით სცემენ პატივს.ამ დღეს ( ვაშინერს) წასვლა,სხვაგან, რაიმეს გაცემა,ხელი გადაყვებაო,თავის დაბანვა,ძმა მოუკვდებაო,არც ტირილი,მიცვალებულის დასაფლავება,არც წყევლა
     მთვარის კულტან ერთად დიდი ადგილი ეკავა ვარსკვლავების კულტსაც მაგ: "ირმის ნახტომს" "მეშხურის შარა", მეცხვარის გზა ეწოდებოდა,რომელიც თითქოს მთიდან ზღვისკენ ან ზღვიდან მთისკენ მიემართბა.
      სამეგრელოში მიაჩნდათ რომ ვაშინერს  ე.ი აკრძალულია .ვინც ამს ტაბუს დარღვევს ან ჭკუაზე შეიშლება ან ხელი მეჭეჭებით დაეფარებოდა.
  ცაზე თითოეული ვარსკლავი (თ.სახოკია) ადამიანის სიცოცხლის აღმინიშვნელია, ადამიანის დაბადებასთან ერთად ცას მიეკრობა მისი ვარსკვლავი; ბავშვის ზრდასთან  და სიკვდილთან ერთად მისი ვარსკვლავიც ვარდება.

,,სიმინდი" 
სამეგრელოში შრომის ორგანიზაციის გავრცელებულ ფორმას წარმოადგენდა ,,ნოდი," რაც გულისხმობდა,როგორც შრომით დახამრებას ანაზღაურების გარეშე, ასევე რამდენიმე  წევრის  მიერ სანაცვლოდ ერთად მუშაობას _ ,,ნოდს" უფრო საშუალო გლეხი აწყობდა, ვისაც 15 ურემი სიმინდი მოსდიოდა.გაჭირვებულს 4-5 ურემი ექნებოდა.,, ნოდს" მიმართავდნენ მოსავლის აღების, სიმინდის რჩევის,ღომის თესვის დროს. სამეგრელოში გავრცელებული იყო აგრეთვე ხანგრძლივი შრომითი კორპორაციის ფორმა ,,მოლათირეობა".
 სამეგრელოში მიღებული იყო მიწის ორჯერადი ხვნა,პირველი ხვნა (,,დიხაშ ტახუა") და მეორე ხვნა_,,თასუა" ან ,,მაჟე ხონუა". პირველად რომ მოიხვნებოდა მიწა, მასში დაითესებოდა სიმინდი შემდეგ მეორედ გადაიხვნებოდა,თუ მეორედ გადახვნას ვერ ასწრებდნენ, მაშინ ფარცხს გადაატრებდნენ.   
  სამეგრელოში გავრცელებული სახვნელი იარაღი იყო ხის კავი (ოგაფა, აგაფა)რომელსაც უმთავესად გლეხი თვითონ აკეთებდა. მემინდვრეობის კულტურიდან სამეგრელოში.ძველად ღომი და ფეტვი მოჰყავდათ.მე-17 საუკუნეში ვრცელდება სიმინდი,რომელმაც მე-19 საუკუნის შუა წლებიდან თითქმის განდევნა ადრეული მარცვლეულის კულტურა.პატარა ოჯახების  უმრავლესობა ხვნა-თესვას დამოულიდებლად ახერხებდა;  ე.ი ერთი უღელი თუ ჰყავდა ოჯახს. ვინც ამას ვერ ახერხებდა, მიმართავდა შრომის ორგანიზაციას და მას უწოდებდნენ: ,,ქალუსკვეთ" ანუ ქალუსკვეთ ხოჯეფ. ",,დოცალუა,",,დიმაბუნე". სიმინდის თოხნა მეტად შრომატევად სამუშაოდ მითვლებოდა. სიმინდს ორჯერ თოხნიდნენ.პირველ გათოხნას უწოდებდნენ :,,ბარუას,",,გობარგუას."ეს ხდებოდა აპრილის ბოლოს, მეორედ ივნისში თოხნიდნენ  ,,მაჟირუას,",,გომაჟირუას" ეძახდნენ. მესამედაც თოხნიდნენ ,,მასუმაშა" ერქვა.ძნელი იყო პირველი თოხნა.ამიტომ ამ დროს განსაკუთრებით ხშირად მიმართავდნენ შრომის გაერთიანებას ,,ნოდს".
      თოხნის დროს,ქალი,როგორც წესი,არ მონაწილეოდა.ქალს მიჰქონდა საჭმელი თოხნის დროს, გარდა საკაკალოსი და სადილისა,ონდღურიც მიჰქონდათ, რადგან სამუშაო დღე უფრო დიდი იყო. სიმინდის მოსავლის აღების დროს ნოდში ქალები და კაცებიც მონაწილეობდნენ. შრომა მათ შორის განაწილებული იყო. ტაროს ტეხვაში ქალები და კაცები თანაბრად მონაწილეობდნენ. ვინც სიმინდს ტეხდა, იმათ ერქვათ ,,მატახალი", მოტეხილ ტაროებს აგროვებდნენ ერთ ადგილას ,,კალოზე", ჩალის მოჭრა კაცების საქმედ ითვლებოდა. კაცები ერთ მწკრივად მიჰყვებოდნენ და ჭრიდნენ, იმათ ერქვათ ,,მაჭკირალი".(სამუშაო იარაღი იყო ნამგალი), გამოყოფილი იყო მკონავი ანუ ,,მაკირალი", მას ევალებოდა ჩალის შეკვრა კონებად.(,,კიი, ,,კორუა"), იყო აგრეთვე გამოყოფილი ,,მაზვენაი",ვინც ჩალას ზვინავდა. სიმინდის აღება გვიანობამდე გრძელდებოდა, თუ მთვარიანი ღამე იყო, ღამეც გრძელდებოდა მუშაობა. უფრო სიმინდის რჩევა ხდებოდა ღამით ( ,,ლაიტიშ სხუნუა"), ახალგაზრდა ვაჟები და ქალები ანაზღაურების გარეშე ეხმარებოდნენ ოჯახს. ამ დროს განსაკუთრებული მხიარულება სუფევდა, მასპინძელი თიკანს ან გოჭს ჰკლავდა ვახშმად.ასეთი ნოდი ყველას შეეძლო მოეწყო. 
   სამიწათმოქმედო სამუშაოების დროს გავრცელებული იყო  შრომითი ურთიერთდახმარება ,,გინოხვარუა," ამას უფრო ღარიბი გლეხი მიმართავდა. მას 2-3 კაცი ეხმარებოდა, ზოგ შემთხვევაში ეს იყო სანაცვლო მუშაობა, ,,სასყიდლიანი ნოდი."როდესაც შრომითი დახმარება უნდა ანაზღაურებულიყო იგივე რაოდენობის შრომით.
   შრომითი გაერთიანების ერთ-ერთ უმარტივეს ფორმას წარმოადგენდა გაჭირვებული ოჯახის (ქვრივ-ობლები) შრომითი დახმარება ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე იგივე ,,შენწოობა."
  სამურზაყანელი მწყემსების ყველაზე დიდ მფარველად მთავარანგელოზი ითვლებოდა, რომელსაც სამეგრელოში(ხ.ხეთა) მიქამ-გარიოს ეძახიან,მეორე სახელიც აქვს ,,ერგე". მიქამ-გარიო არის პატრონი მთისა. მას მორჩილებენ ცის მნათობნი,უამისოდ მზეს არ შეუძლია დილას ნამი ააბრჭყვიალოს ბალახზე,მთვარე ამოვიდეს ღამით; მიქამ-გარიოს ნებაზე დგას დარი მთაში.წვიმა,სეტყვა,სტიქია მასზეა დამოკიდებული.
როცა მთაში წვიმს, მწყემსები დიდ ცეცხლის შემოუსხდებოდნენ გარს და ,,ერგეაშვას" ანუ მიქეილ_გაბრიელის სიმღერას მღერიან, ადიდებენ.(ეგრე-აფხაზურად მიქეილ-გაბრიელია,აშვა-სიმღერა).


მჭედლობა


სამჭედლოს ძირითადი კომპონენტი იყო ქურა.მას ჰქონდა ორი განყოფილება:პირველი იყო საცეცხლე-რკინის გასახურებელი ნაწილი,60-80 სმ. სიმაღლე ჰქონდა,მეორე განყოფილება იყო საბერველი.
მჭედლობა განსაკუთრებული ხასიათის ხელობად ითვლებოდა.ძველი დროის მჭედლები თავისი ხელობის სხვისთვის გაზიარებას გაურბოდნენ და მას მხოლოდ საკუთარ მემკვიდრეებს უზიარებდნენ.
მეგრელთა რწმენით  სოლომონი მჭედელთ მფარველად ითვლებოდა,მაგრამ გავრცელებული ლეგენდა სრულიად არ შეესაბამებოდა აღნიშნულ რწმენას.
ზუგდიდელი მჭედლის ცნობით,დანის პირს სამჯერ ზედიზედ გაახურებდნენ და სამჯერ დასცემდნენ წყალს,თუ თაფლის ფერზე დადგებოდა, წრთობა დასრულებული ითვლებოდა.
რკინის საგნებს ძველად ხალხი მაგიურ ძალას მიაწერდა.როგორც სიმბოლო ახალი ოჯახის დაფუძნებისა მზითვში შედიოდა  სპილენძის ქვაბი - "ლინჯის ჭკუდი"
საწრთობ ჭურჭელში წყალთან ერთად ჩასხმული იყო ზეთი,რომელიც ზემოდან მოედინებოდა.ნაწრთობი საგნების არასრული სია: სახნისი- "კინახონა",დანა-"ხამი",საცევრის პირი-ხმლის პირი,თოფის ლულა და მისი მოწყობილობა,ნაჯახი- "არგუნი" წალდი "ბუჭული" ტოხი "ბერგი",ნამგალი-"მაგანა",ხაფანგი "ხუნჯი".
მჭედლობა დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.მას,როგორც მაგიური ძალის მქონე რკინის დამმორჩილებელს,პატიცს მიაგებდნენ.მჭდელები წმინდად იცავდნენ სამჭედლოსთან დაკავშირებულ რიტუალებს.შაბათ დღეს მუშაობას ადრე ამთავრებდნენ,სანთელს დაანთებდნენ და კვერის დაკვრით ლოცვას ასრულებდნენ.გრდმელი სამჭედლოში წმინდა ადგლად ითვლებოდა.სოფლად თუ რაიმე ცუდი ამბავი მოსდებოდა,დამუმშავებელს გრდემლთან წყევლიდნენ.ხალხის რწმენით,ეს წყევლა აუცილელად ასრულდებოდა.




Thursday, November 7, 2013

მომავლის კონტურები


      სამეგრელოს ბუნებრივი პირობების და რესურსების ანალიზის შედეგებ საშუალებას გვაძლევს,მიახლოებით განვსაზღვროთ ახლო მომავალში მისი ეკონომიკის პრიორიტეტულ მიმართულებათა განვითარების პერსპექტივა,საქართველოს ეკონომიკური განვითარების საერთო ტენდეციების გათვალისწინებით,სამეგრელოს ეკონომიკური განვითარების მომავლის პერსპექტივა პირდაპირ კავშირშია ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ამიერკავკასიის სატრანსპორტო დერეფნის განახლება-აღორძინების პრობლემასთან და მასთან ერთდ,ამ კუთხის გეოლოგიურ-გეომორფოლოგიური, ჰიდროკლიმატური,სამრეწველო,აგრო-სამრეწველო,სატრანსპორტო და ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების გამოყენებასთან.ყველა ეს დარგი ურთიერთკავშირშია,მათი განვითარება ძირითადად ემყარება ადგილობრივი ნედლეულის,ენერგო,შრომითი და მატერიალური რესურსების გამოყენებას,სივრცობრივად კომპაქტიფიცირებულია,რაც ერთ მთლიანობაში განაპირობებს მათ ურთიერთშეთანასწორებულ განვითარებას და შესაბამისად მაღალრენტაბელური ეკონომიკის შექმნას დადებითი სოციალურ-ეკონომიკური შედეგებით,რომელთა შორის უნდა აღინიშნოს:
ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ამიერკავკასიის სატრანსპორტო დერეფნის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნით გამოწვეული ეკოლოგიური დატვირთვის განაწილება საქართველოს საზღვაო სანაპიროზე;
ტრადიციული სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო დარგების აღორძინებ;ახალი ენერგო-ეკონომიკური დარგების განვითარება;
მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება და მისი დასაქმება;
სახელმწიფო ბიუჯეტში სამეგრელოს მნიშვნელოვანი წვლილი.
   ევროპა-აზიის ამიერკავკასიის სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედების მიზანშეწონილობა დღეს საყოველთაოდ აღიარებულია.ექსპერტების შეფასებით, საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული დერეფნის გამოყენებით ყოველწლიურად უნდა გაიაროს 150 მლნ.ტონამდე ტვირთმა,სამეგრელოს ეკონომიკის პრიორიტეტულ მიმართულებათა განვითარება მოითხოვს შესაბამის ენერგოუზრუნველყოფას.ამ მხრივ,ენერგორესურსებიდან უპირატესი მნიშვნელობა ადგილობრივი ჰიდრორესურსების გამოყენებას ენიჭება.აღნიშნულიდან გამომდინარე,საჭიროა ენეგროჰესის რეკონსტრუქცია-აღდგენითი სამუშაოების პრაქტიუკული განხორციელება მის სრულ მიძლავრემდე ასაყვანად,აგრეთვე ხუდონჰესის დაწყებული მშენებლობის დამთავრება და მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა საერთო სიმძლავრით (40 მეგავატი).
    შესაბამისი ყურადღება უნდა მიექცეს ისეთი არატრადიციული ენერგიის ყაროების გამოყენებას,როგორიცაა ცაიშისა და ზუგდიდის მიწისქვეშა თერმული წყლები. რომელთა  საშუალებით შესაძლებელია ზუგდიდის  და მისი რაიონის თბური ენერგიით უზრუნველყოფა.არსებული ჭაბურღილების რეკონსტრუქციით შეიძლება მივიღოთ 70-80 მეგაკალორიამდე თბური ენერგია,რაც დაახლოებით 10-ჯერ იაფი ჯდება სხვა ენერგომატარებლებთან შედარებით.
გასათვალისწინებელია საძიებო გეოლოგიური მონაცემები კოლხეთში,წყალბადის შემცველი ფენების არსებობის ფაქტი სათანადო სპეციალისტების მიერ მიჩნეულია,როგორც წყალბადის ენერგეწიკის განვითარების ხელსაყრელი პირობა.ამ გზით მიღებული ენერგეტიკული წყალბადი გაცილებით იაფი ჯდება ჩვეულებრივი ელექტოლიზით მიღებულ წყალბადზე.
სამეგრელოს ენერგეტიკული მეურნეობის განვითარების საქმეში აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ქარის რესურსების გამოყენება.ამ მხრივ,პირველ რიგში, პირველ რიგძი ყურადღებას იმსახურებს მდ. ენგურისა და რიონის ხეობების მტისწინა და მთიანი მონაკვეთების ქარის რესურსები.
სამეგრელოს ტერიტორია საკმაოდ მდიდარია სამშენებლო მასალებით: ქვიშა-ღორღით,კირქვით,  ბენტონიტური თიხებით,მარმარილოთი და სხვა,რაც ქმნის ხელსაყრელ პირობებს მაღალრენტაბლური სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებისათვის.ამ თვალსაზრისით, ყურადღებას,უპირველეს ყოვლისა,იმსახურებს მდ. ენგურის კალაპოტი,ენგურჰესის კაშხლიდან შავი ზღვის სანაპირომდე,რომელიც ტევადობითბით მლნ. მოცულობის ინერტული მასალის მარაგს შეიცავს.აღსანიშნავია, მარტვილის მწვანე და წითელი გრანიტის, კირისა და მუხურის ბაზალტის პრაქტიკულად შეუზღუდავი მარაგი, რომელიც წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული მოსაპირკეთებელი ფილების წარმოება-რეალიზაციის საქმეში.ასევე,არანაკლებ საინტერესოა ადგილობრივი მაღალი ხარისხის თიხის გამოყენებით, აგურისა და კრამიტის წარმოების ორგანიზაცია, ნოჯიხევის კერამიკული და ნოსირის აგურის ქარხნების ბაზაზე მოთხოვნილება ამ პროდუქციაზე დღესაც შესამჩნევია და მშენებლობის მასშტაბების ზრდის პროპორციულად გაიზრდება.
    სამეგრელოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით მომავალში ნებისმიერი ამ საკითხის პრაქტიკული განხორციელება უნდა მოხდეს ეკოლოგიისა და ბუნების დაცვითი ღონისძიებების მკაცრი გატარებით.