სამეგრელოს ბუნებრივი პირობების და რესურსების ანალიზის შედეგებ საშუალებას გვაძლევს,მიახლოებით განვსაზღვროთ ახლო მომავალში მისი ეკონომიკის პრიორიტეტულ მიმართულებათა განვითარების პერსპექტივა,საქართველოს ეკონომიკური განვითარების საერთო ტენდეციების გათვალისწინებით,სამეგრელოს ეკონომიკური განვითარების მომავლის პერსპექტივა პირდაპირ კავშირშია ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ამიერკავკასიის სატრანსპორტო დერეფნის განახლება-აღორძინების პრობლემასთან და მასთან ერთდ,ამ კუთხის გეოლოგიურ-გეომორფოლოგიური, ჰიდროკლიმატური,სამრეწველო,აგრო-სამრეწველო,სატრანსპორტო და ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების გამოყენებასთან.ყველა ეს დარგი ურთიერთკავშირშია,მათი განვითარება ძირითადად ემყარება ადგილობრივი ნედლეულის,ენერგო,შრომითი და მატერიალური რესურსების გამოყენებას,სივრცობრივად კომპაქტიფიცირებულია,რაც ერთ მთლიანობაში განაპირობებს მათ ურთიერთშეთანასწორებულ განვითარებას და შესაბამისად მაღალრენტაბელური ეკონომიკის შექმნას დადებითი სოციალურ-ეკონომიკური შედეგებით,რომელთა შორის უნდა აღინიშნოს:
ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ამიერკავკასიის სატრანსპორტო დერეფნის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნით გამოწვეული ეკოლოგიური დატვირთვის განაწილება საქართველოს საზღვაო სანაპიროზე;
ტრადიციული სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო დარგების აღორძინებ;ახალი ენერგო-ეკონომიკური დარგების განვითარება;
მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება და მისი დასაქმება;
სახელმწიფო ბიუჯეტში სამეგრელოს მნიშვნელოვანი წვლილი.
ევროპა-აზიის ამიერკავკასიის სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედების მიზანშეწონილობა დღეს საყოველთაოდ აღიარებულია.ექსპერტების შეფასებით, საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული დერეფნის გამოყენებით ყოველწლიურად უნდა გაიაროს 150 მლნ.ტონამდე ტვირთმა,სამეგრელოს ეკონომიკის პრიორიტეტულ მიმართულებათა განვითარება მოითხოვს შესაბამის ენერგოუზრუნველყოფას.ამ მხრივ,ენერგორესურსებიდან უპირატესი მნიშვნელობა ადგილობრივი ჰიდრორესურსების გამოყენებას ენიჭება.აღნიშნულიდან გამომდინარე,საჭიროა ენეგროჰესის რეკონსტრუქცია-აღდგენითი სამუშაოების პრაქტიუკული განხორციელება მის სრულ მიძლავრემდე ასაყვანად,აგრეთვე ხუდონჰესის დაწყებული მშენებლობის დამთავრება და მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა საერთო სიმძლავრით (40 მეგავატი).
შესაბამისი ყურადღება უნდა მიექცეს ისეთი არატრადიციული ენერგიის ყაროების გამოყენებას,როგორიცაა ცაიშისა და ზუგდიდის მიწისქვეშა თერმული წყლები. რომელთა საშუალებით შესაძლებელია ზუგდიდის და მისი რაიონის თბური ენერგიით უზრუნველყოფა.არსებული ჭაბურღილების რეკონსტრუქციით შეიძლება მივიღოთ 70-80 მეგაკალორიამდე თბური ენერგია,რაც დაახლოებით 10-ჯერ იაფი ჯდება სხვა ენერგომატარებლებთან შედარებით.
გასათვალისწინებელია საძიებო გეოლოგიური მონაცემები კოლხეთში,წყალბადის შემცველი ფენების არსებობის ფაქტი სათანადო სპეციალისტების მიერ მიჩნეულია,როგორც წყალბადის ენერგეწიკის განვითარების ხელსაყრელი პირობა.ამ გზით მიღებული ენერგეტიკული წყალბადი გაცილებით იაფი ჯდება ჩვეულებრივი ელექტოლიზით მიღებულ წყალბადზე.
სამეგრელოს ენერგეტიკული მეურნეობის განვითარების საქმეში აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ქარის რესურსების გამოყენება.ამ მხრივ,პირველ რიგში, პირველ რიგძი ყურადღებას იმსახურებს მდ. ენგურისა და რიონის ხეობების მტისწინა და მთიანი მონაკვეთების ქარის რესურსები.
სამეგრელოს ტერიტორია საკმაოდ მდიდარია სამშენებლო მასალებით: ქვიშა-ღორღით,კირქვით, ბენტონიტური თიხებით,მარმარილოთი და სხვა,რაც ქმნის ხელსაყრელ პირობებს მაღალრენტაბლური სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებისათვის.ამ თვალსაზრისით, ყურადღებას,უპირველეს ყოვლისა,იმსახურებს მდ. ენგურის კალაპოტი,ენგურჰესის კაშხლიდან შავი ზღვის სანაპირომდე,რომელიც ტევადობითბით მლნ. მოცულობის ინერტული მასალის მარაგს შეიცავს.აღსანიშნავია, მარტვილის მწვანე და წითელი გრანიტის, კირისა და მუხურის ბაზალტის პრაქტიკულად შეუზღუდავი მარაგი, რომელიც წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული მოსაპირკეთებელი ფილების წარმოება-რეალიზაციის საქმეში.ასევე,არანაკლებ საინტერესოა ადგილობრივი მაღალი ხარისხის თიხის გამოყენებით, აგურისა და კრამიტის წარმოების ორგანიზაცია, ნოჯიხევის კერამიკული და ნოსირის აგურის ქარხნების ბაზაზე მოთხოვნილება ამ პროდუქციაზე დღესაც შესამჩნევია და მშენებლობის მასშტაბების ზრდის პროპორციულად გაიზრდება.
სამეგრელოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით მომავალში ნებისმიერი ამ საკითხის პრაქტიკული განხორციელება უნდა მოხდეს ეკოლოგიისა და ბუნების დაცვითი ღონისძიებების მკაცრი გატარებით.
No comments:
Post a Comment