სამჭედლოს ძირითადი კომპონენტი იყო ქურა.მას ჰქონდა ორი განყოფილება:პირველი იყო საცეცხლე-რკინის გასახურებელი ნაწილი,60-80 სმ. სიმაღლე ჰქონდა,მეორე განყოფილება იყო საბერველი.
მჭედლობა განსაკუთრებული ხასიათის ხელობად ითვლებოდა.ძველი დროის მჭედლები თავისი ხელობის სხვისთვის გაზიარებას გაურბოდნენ და მას მხოლოდ საკუთარ მემკვიდრეებს უზიარებდნენ.
მეგრელთა რწმენით სოლომონი მჭედელთ მფარველად ითვლებოდა,მაგრამ გავრცელებული ლეგენდა სრულიად არ შეესაბამებოდა აღნიშნულ რწმენას.
ზუგდიდელი მჭედლის ცნობით,დანის პირს სამჯერ ზედიზედ გაახურებდნენ და სამჯერ დასცემდნენ წყალს,თუ თაფლის ფერზე დადგებოდა, წრთობა დასრულებული ითვლებოდა.
რკინის საგნებს ძველად ხალხი მაგიურ ძალას მიაწერდა.როგორც სიმბოლო ახალი ოჯახის დაფუძნებისა მზითვში შედიოდა სპილენძის ქვაბი - "ლინჯის ჭკუდი"
საწრთობ ჭურჭელში წყალთან ერთად ჩასხმული იყო ზეთი,რომელიც ზემოდან მოედინებოდა.ნაწრთობი საგნების არასრული სია: სახნისი- "კინახონა",დანა-"ხამი",საცევრის პირი-ხმლის პირი,თოფის ლულა და მისი მოწყობილობა,ნაჯახი- "არგუნი" წალდი "ბუჭული" ტოხი "ბერგი",ნამგალი-"მაგანა",ხაფანგი "ხუნჯი".
მჭედლობა დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.მას,როგორც მაგიური ძალის მქონე რკინის დამმორჩილებელს,პატიცს მიაგებდნენ.მჭდელები წმინდად იცავდნენ სამჭედლოსთან დაკავშირებულ რიტუალებს.შაბათ დღეს მუშაობას ადრე ამთავრებდნენ,სანთელს დაანთებდნენ და კვერის დაკვრით ლოცვას ასრულებდნენ.გრდმელი სამჭედლოში წმინდა ადგლად ითვლებოდა.სოფლად თუ რაიმე ცუდი ამბავი მოსდებოდა,დამუმშავებელს გრდემლთან წყევლიდნენ.ხალხის რწმენით,ეს წყევლა აუცილელად ასრულდებოდა.
No comments:
Post a Comment