კოლხეთის ეროვნული პარკი_ დაბლობის ზღვისპირა ზოლში მდებარე ჭაობები წარმოადგენს ნაშთს მესამეული პერიოდის მდიდარი სუბტროპიკული და ნაწილობრივ ტროპიკული ფლორისა,რომელიც უწყვეტ სარტყელს ქმნიდა ევრაზიის ტერიტორიაზე და რომელმაც შემდგომ მეოთხეული პერიოდის განმავლლობაში კლიმატის რღვევა განიცადა.
კოლხეთის ჭაობები და დაჭაობებული ტყეები გამოირჩევა ფლორისტული შემადგენლობის იშვიათი მრვალფეროვნებით,ენდემური და რელიქტური სახეობების სიუხვით,მდიდარი ფიტოცენოზების გავრცელებით.განსაკუთრებით აღსანიშნავია ჭაობის ბორეალური სახეობები-სფაგნუმის ხავსები,მრგვალფოთოლა დროწერა,ტორფის ისლი და სხვა,რომლებიც ამჟამად ტუნდურასა და ტიაგაში გვხვდება და რომელთა აქ არსებობა თავისებური პარადოქსია.ეს ფორმები ზოგიერთი მეცნიერის აზრით, გამყინვარების დროინდელ რელიქტებს წარმოადგენენ.ასევე უჩვეულოა კოლხეთის ზღვისპირა ჭაობებში მაღალი მთის ფლორის ისეთი ელემენტების გავრცელება,როგორიცაა შქერი და იელი.ტბებში,ჭაობებსა და მდორე მდინარეების კალაპოტების გასწვრივ ფართოდაა წარმოდგენილი წყლის მცენარეულობა:თეთრი დუმფარა,ყვითელი დუმფარა,კავკასიის იშვიათი რელიქტური სახეობა-წყლის კაკალი... ჭაობის ირგვლივ მდებარე დაჭაობებულ და ტენიან ტყეებში ჩვეულებრივ მურყანთან ერთად გვხვდება მესამეული პერიოდის რელიქტები-იმერული მუხა,ჰართვისის მუხა,ლაფანი,მარადმწვანე ჭყორი და სხვა. ამ ტყეებში ბინადრობეს შველი,გარეულიღორი,ჯერ კიდევ გვხვდება მცირეაზიული ტრიტონი,კავკასიური გველგვესლა.

ჭაობები,ჭაობის მდინარეებთან და ტბებთან ერთად წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს დასაზამთრებელ და დასასვენებელ უბანს, როგორც ადგილობრივი,ისე გადამფრენი ფრინველებისთვის.კოლხეთის დაბლობის ზღვისპირა ნაწილზე გადის წყლის და ჭაობის ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთი ძირითადი გზა აფრიკიდან ევრაზიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ რაიონებისკენ.
სულ ამ რეგიონში გავრცელებულია (იზამთრებს,ბუდობს,გვხვდება გადაფრენების დროს) 194 სახეობის ფრინველი. ( აქედან 21 სახეობის გადამფრენია) მათ შორის საქართველოს წითელი წიგნის და ევროპის წითელი ნუსხის სახეობები: შავი ყარყატი,თეთრკუდა არწივი,შაკი, რუხი წერო,დიდი თეთრი ყანჩა,პატარა თეთრი ყანჩა,სისინა და მყივანა გედები,ხოხობი და სხვა.
განუმეორებელ სანახაობას წარმოადგენს ტბები და ჭაობის პატარა მდინარეები ეგზოტიკური სანაპიროებით.აქ გავრცელებულია 90-მდე სახეობის თევზი, რომელთაგან 44 სახეობა შავი ზღვის აკვატორიაში ბინადრობს, მათ შორის ატლანტური ზუთხი,რომელიც შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში და ევროპის წითელ ნუსხაში.
No comments:
Post a Comment