"ჟინი ანთარი"
მეგრული ჟინი ანთარის რიტუალში ნათლად აისახა კერისა და მიწიერი ხალხის კულტი,რომელიც მჭიდროდ არის შერწყმული ჟინი ანთარის,ანუ ციური ცეცხლის კულტთან. კერის ცეცხლთან უნდა ყოფილიყო ასოცირებული ოჯახის მფარველი მამაკაცური ბუნების მქონე ღვთაების კულტი.ამ ღვთაების ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა ადამიანისა და საქონლის მფარველობა.მეგრელთა წესით.მდედრის კერისა და მამრის მიწიერი და ციური ცეცხლის ურთიერთკავშირით მიიღწეოდა.ეს ღვთაება იყო მიქელ გაბრიელ თარანგიოზ, მთავარანგელოზი,წმ.გიორგის შემდეგ.
"ვაშინერს"
ს.მაკალათიას აქვს მთვარის დღესთან ანუ თუთაშხასთან დაკავშირებული მასალა.თუთაშხას, მთვარის დღეს მეგრელბი განსაკუთღებით სცემენ პატივს.ამ დღეს ( ვაშინერს) წასვლა,სხვაგან, რაიმეს გაცემა,ხელი გადაყვებაო,თავის დაბანვა,ძმა მოუკვდებაო,არც ტირილი,მიცვალებულის დასაფლავება,არც წყევლა
მთვარის კულტან ერთად დიდი ადგილი ეკავა ვარსკვლავების კულტსაც მაგ: "ირმის ნახტომს" "მეშხურის შარა", მეცხვარის გზა ეწოდებოდა,რომელიც თითქოს მთიდან ზღვისკენ ან ზღვიდან მთისკენ მიემართბა.
სამეგრელოში მიაჩნდათ რომ ვაშინერს ე.ი აკრძალულია .ვინც ამს ტაბუს დარღვევს ან ჭკუაზე შეიშლება ან ხელი მეჭეჭებით დაეფარებოდა.
ცაზე თითოეული ვარსკლავი (თ.სახოკია) ადამიანის სიცოცხლის აღმინიშვნელია, ადამიანის დაბადებასთან ერთად ცას მიეკრობა მისი ვარსკვლავი; ბავშვის ზრდასთან და სიკვდილთან ერთად მისი ვარსკვლავიც ვარდება.
,,სიმინდი"
სამეგრელოში შრომის ორგანიზაციის გავრცელებულ ფორმას წარმოადგენდა ,,ნოდი," რაც გულისხმობდა,როგორც შრომით დახამრებას ანაზღაურების გარეშე, ასევე რამდენიმე წევრის მიერ სანაცვლოდ ერთად მუშაობას _ ,,ნოდს" უფრო საშუალო გლეხი აწყობდა, ვისაც 15 ურემი სიმინდი მოსდიოდა.გაჭირვებულს 4-5 ურემი ექნებოდა.,, ნოდს" მიმართავდნენ მოსავლის აღების, სიმინდის რჩევის,ღომის თესვის დროს. სამეგრელოში გავრცელებული იყო აგრეთვე ხანგრძლივი შრომითი კორპორაციის ფორმა ,,მოლათირეობა".
სამეგრელოში მიღებული იყო მიწის ორჯერადი ხვნა,პირველი ხვნა (,,დიხაშ ტახუა") და მეორე ხვნა_,,თასუა" ან ,,მაჟე ხონუა". პირველად რომ მოიხვნებოდა მიწა, მასში დაითესებოდა სიმინდი შემდეგ მეორედ გადაიხვნებოდა,თუ მეორედ გადახვნას ვერ ასწრებდნენ, მაშინ ფარცხს გადაატრებდნენ.
სამეგრელოში გავრცელებული სახვნელი იარაღი იყო ხის კავი (ოგაფა, აგაფა)რომელსაც უმთავესად გლეხი თვითონ აკეთებდა. მემინდვრეობის კულტურიდან სამეგრელოში.ძველად ღომი და ფეტვი მოჰყავდათ.მე-17 საუკუნეში ვრცელდება სიმინდი,რომელმაც მე-19 საუკუნის შუა წლებიდან თითქმის განდევნა ადრეული მარცვლეულის კულტურა.პატარა ოჯახების უმრავლესობა ხვნა-თესვას დამოულიდებლად ახერხებდა; ე.ი ერთი უღელი თუ ჰყავდა ოჯახს. ვინც ამას ვერ ახერხებდა, მიმართავდა შრომის ორგანიზაციას და მას უწოდებდნენ: ,,ქალუსკვეთ" ანუ ქალუსკვეთ ხოჯეფ. ",,დოცალუა,",,დიმაბუნე". სიმინდის თოხნა მეტად შრომატევად სამუშაოდ მითვლებოდა. სიმინდს ორჯერ თოხნიდნენ.პირველ გათოხნას უწოდებდნენ :,,ბარუას,",,გობარგუას."ეს ხდებოდა აპრილის ბოლოს, მეორედ ივნისში თოხნიდნენ ,,მაჟირუას,",,გომაჟირუას" ეძახდნენ. მესამედაც თოხნიდნენ ,,მასუმაშა" ერქვა.ძნელი იყო პირველი თოხნა.ამიტომ ამ დროს განსაკუთრებით ხშირად მიმართავდნენ შრომის გაერთიანებას ,,ნოდს".
თოხნის დროს,ქალი,როგორც წესი,არ მონაწილეოდა.ქალს მიჰქონდა საჭმელი თოხნის დროს, გარდა საკაკალოსი და სადილისა,ონდღურიც მიჰქონდათ, რადგან სამუშაო დღე უფრო დიდი იყო. სიმინდის მოსავლის აღების დროს ნოდში ქალები და კაცებიც მონაწილეობდნენ. შრომა მათ შორის განაწილებული იყო. ტაროს ტეხვაში ქალები და კაცები თანაბრად მონაწილეობდნენ. ვინც სიმინდს ტეხდა, იმათ ერქვათ ,,მატახალი", მოტეხილ ტაროებს აგროვებდნენ ერთ ადგილას ,,კალოზე", ჩალის მოჭრა კაცების საქმედ ითვლებოდა. კაცები ერთ მწკრივად მიჰყვებოდნენ და ჭრიდნენ, იმათ ერქვათ ,,მაჭკირალი".(სამუშაო იარაღი იყო ნამგალი), გამოყოფილი იყო მკონავი ანუ ,,მაკირალი", მას ევალებოდა ჩალის შეკვრა კონებად.(,,კიი, ,,კორუა"), იყო აგრეთვე გამოყოფილი ,,მაზვენაი",ვინც ჩალას ზვინავდა. სიმინდის აღება გვიანობამდე გრძელდებოდა, თუ მთვარიანი ღამე იყო, ღამეც გრძელდებოდა მუშაობა. უფრო სიმინდის რჩევა ხდებოდა ღამით ( ,,ლაიტიშ სხუნუა"), ახალგაზრდა ვაჟები და ქალები ანაზღაურების გარეშე ეხმარებოდნენ ოჯახს. ამ დროს განსაკუთრებული მხიარულება სუფევდა, მასპინძელი თიკანს ან გოჭს ჰკლავდა ვახშმად.ასეთი ნოდი ყველას შეეძლო მოეწყო.
სამიწათმოქმედო სამუშაოების დროს გავრცელებული იყო შრომითი ურთიერთდახმარება ,,გინოხვარუა," ამას უფრო ღარიბი გლეხი მიმართავდა. მას 2-3 კაცი ეხმარებოდა, ზოგ შემთხვევაში ეს იყო სანაცვლო მუშაობა, ,,სასყიდლიანი ნოდი."როდესაც შრომითი დახმარება უნდა ანაზღაურებულიყო იგივე რაოდენობის შრომით.
შრომითი გაერთიანების ერთ-ერთ უმარტივეს ფორმას წარმოადგენდა გაჭირვებული ოჯახის (ქვრივ-ობლები) შრომითი დახმარება ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე იგივე ,,შენწოობა."
სამურზაყანელი მწყემსების ყველაზე დიდ მფარველად მთავარანგელოზი ითვლებოდა, რომელსაც სამეგრელოში(ხ.ხეთა) მიქამ-გარიოს ეძახიან,მეორე სახელიც აქვს ,,ერგე". მიქამ-გარიო არის პატრონი მთისა. მას მორჩილებენ ცის მნათობნი,უამისოდ მზეს არ შეუძლია დილას ნამი ააბრჭყვიალოს ბალახზე,მთვარე ამოვიდეს ღამით; მიქამ-გარიოს ნებაზე დგას დარი მთაში.წვიმა,სეტყვა,სტიქია მასზეა დამოკიდებული.
როცა მთაში წვიმს, მწყემსები დიდ ცეცხლის შემოუსხდებოდნენ გარს და ,,ერგეაშვას" ანუ მიქეილ_გაბრიელის სიმღერას მღერიან, ადიდებენ.(ეგრე-აფხაზურად მიქეილ-გაბრიელია,აშვა-სიმღერა).
No comments:
Post a Comment