ტრადიციები


"ტრადიციული ტანსაცმელი"
წარსულში ქართველი ქალის სილამაზით მოხიბლული ჟან შარდენი წერდა: "ქართველები მთელ აღმოსავლეთში და შეიძლება ითქვას მთელ მსოფლიოში,საუცხოო ჯიშის ხალხია,ამ ქვეყნებში მე არ შემხვედრია არც ერთი უშნო ადამიანი,კაცი იქნება თუ ქალი,ვხვდები მხოლოდ და მხოლოდ ანგელოზისებრ სახეებს.ქალების უმეტესობა ბუნების ისეთი სინატიფით დაჯიდოვებულია,როგორსაც ვერსად შეხვდებით" , "მეგრელები ძალიან კარგი ჯიშიც ხალხია,კაცები კარგი აღნაგობისანი,ქალები კი ძალიანლამაზები".
თანსაცმლიდან ბარგში თავსდება "მუკაქუნალი","მუკოქვენჯი","გონაქვენჯი","გინაქუნალი""გიორთუმალი","მადვალარი".მუკაქუნალში შედის ის,რაც ჩასაცმელია,გინაქუნალში რასაც მკლავი არ გაეყრება,დანარჩენი თავსაბურავი და მეორე ფეხსაცმელია.უკანასკნელ ორს ხშირად ასე აზუსტებენ,"დუდიშ გიორთუმალარი" და "კუჩხიშ მადვალარი", ჩვენ ხელთ არის უზოგადეს ტერმინებთან ერთად ადამიანის სხეულის ნაწილების ზოგადი სახელწოდებანი.
მეგრელები ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას. "სადიარო" "სასტუმარო_" "საგარო მუკაქუნალი," საშინაოსგან "საოჯახო"_ "ყუდეშ მუკაქუნალი" ერთმანეთს უპირისპირებდნენ საქორწილოს და სამგლოვიარო სამოსელს.მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს:შიგნითა "_დინახალე", გარეთა "_გალე" "გალენ" ზემოთა და ქვემოთა_ "ჟინ" და "თუდონი".საინტერესოა ზოგი კონკრეტული ცნებაც,როგორიცაა "ოსარე"-პერანგი,"ყანთარი"-საგულე და სხვა.
საცვლის ნიმუშებიდან მეგრული სახელწოდების მატარებელნი: ოსარე,კურთა,ყანთარი,ძველად არსებული მეგრული პერანგის მოხმარება იშვიათობას წარმოადგენს.

"მეცხოველეობა"

  მეცხოველეობა მეურნეობის ძირითადი დარგი იყო.აშენებდნენ მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვს,აგრეთვე შინაურ ფრინველთა.მაინც ყველაზე გავრცელებული იყო მეძროხეობა,მეღორეობა,მეცხენეობა,მეთხეობა.ამის შესახებ მოწმობენ ანტიკური წყაროებიც,საქონლის მომრავლება მფარველობას შესთხოვდნენ მიქელ-გაბრიელ მთავარანგელოზს,გალენიშ ორთას კაპუნიას და ჟინი ანთარს.

"მიწის დამუშავება"

სამეგრელოში მიღებული იყო მიწის ორჯერადი ხვნა-პირველი ხვნა და მეორე ხვნა.პირველად რომ მოიხვნებოდა მიწა ამაში დაითესებოდა სიმინდი და შემდეგ მეორედ გადაიხვნებოდა,თუ მეორედ გადახვნას ვერ ასწრებდნენ,მაშინ ფარცხს გადაატარებდნენ.



"სამუშაო იარაღები"

სამეგრელოში გავრცელებული სახვნელი იარაღი იყო ხის კავი. (ოგაფა, აგაფა)რკინის სახნისი (,,კინახონა").ეს იყო მარტივი სახვნელი იარაღი,რომელსაც უმთავრესად გლეხი თვითონ აკეთებდა. სახნისს მჭედელი ჭედდა. ოგაფაში გამწევ ძალას წარმოადგენდა ერთი უღელი მუშა საქონელი, უმთავრესად ხარი, იშვიათად კამეჩი. იყო შემთხვევებიც ფურკამეჩის გამოყენებისას. მუშახელს _ერთი ან ორი კაცი, ,,მახონალი", რომელსაც კავი ეჭირა და ,,მანჯღვერი", ,,მანჯღვერალი". ეს უკანასკნელი მაშინ იყო საჭირო, თუ ხარი კარგად არ იყო გამოხედნილი. აღნიშნული სახვნელი მარტივი იყო და მისი შეძენა ყველა გლეხს შეეძლო. ოჯახს, რომელსაც ჰქონდა ოგაფა და უღელი გამწევი ძალა, დამოუკიდებლად შეეძლო ხვნა.
  პატარა ოჯახების უმრავლესობა ხვნა-თესვას დამოუკიდებლად ახერხებდა. ე.ი ერთი  უღელი თუ ჰყავდა ოჯახს.ვინც ვერ ახერხებდა,მიმართავდა ორგანიზაციის გარკვეულ ფორმებს.

                                                 

                                                       "საცხოვრებელი კომპლექსი"

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში საცხოვრებელი კომპლექსები ცალკეული შენობებისაგან შედგებოდა. საცხოვრებელ ბინად,სამეურნეო დანიშნულებისათვის (სამზარეულოდ,სასიმინდედ,საქათმედ და ა.შ) დამოკიდებელ შენობებს აგებდნენ.ასევე გავრცელებული იყო ოდასახლის ტიპი,რომელიც თავისი ფუნქციური  მიზანშეწონილობის წყალობით ყველაზე სიცოცხლისუნარიანი გამოდგა.ქართველი გლეხების საცხოვრებელი სახლები მაღალი ხელოვნების ნიმუშია და განვითარებულ ეთეტიკურ გემოვნებას მოწმობს.დარბაზის განმსაზღვრელი ელემენტებია გვირგვინი (ხის საფეხურებიანი გადახურვა,რომელიც გუმბათისებრ სივრცეს ქმნის და ზემოთ დატანებული აქვს სარკმელი შუქისათვის და შუა ცეცხლის კვამლის გასასვლელად) და ხის დედაბოძი,რომელიც კეთილი ორნამენტით იყო შემკული.დასავლეთ საქართველოს ოდასახლის შიდა კედლები,ბუხრები,ხის აივნის მოაჯირები მხატვრულად არის დამუშავებული.

                                                       

                                                                      "ვლაქერნობა"

        პატიოსანი სამოსელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა,სარტყლის ნაწილი და ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი სამეგრელოს უპირველეს სიწმინდეებად ითვლებოდა.
        გრიგოლ დადიანმა ხატის შენახვა მიანდო სიმამრს,საქართველოს უკანასკნელ მეფეს გიორგი XII - ს. მისი გარდაცვალების შემდეგ ხატი მიისაკუთრა მისმა ძემ, დავით ბატონიშვილმა და რუსეთში წააბრძანა.ხატის დასაბრუნებლად მთავრის ქვრივმა,ნინო ბაგრატიონმა,ხატი იმპერატორ ალექსანდრე  I - ს მიართვა, რათა შემდგომ ეთხოვა კვლავ სამეგრელოში დაბრუნება.
  იმპერატორმა ხატი ძვირფასი თვლებით შეამკობინა,ახალი პერანგით შემოსა კვართისა და სარტყლისათვის საგანგებო მოწერილებით,რომლის თანახმადაც სამთავროში უნდა აეშენებინათ ეკლესია ვლაქერნის ხატის სახელობისა და იქვე დაეარსებინათ ქალაქი გრიგოლიოპოლისის სახელით,განსვენებული მთავრის,გრიგოლის მოსაგონებლად.ტაძრის აშენება თავს იდო გრიგოლ დადიანის მემკვიდრემ მთავარმა ლევან V დადიანმა, რომლის მშენებლობა დამთავრდა 1830 წელს,მარტვილის ეკლესიაში დაბრძანებული ვლაქერნის ღვთისმობლის ხატი ზუგდიდში გადმოაბრძანეს.ვლაქერნის თვთისმშობლის სახელობიტ ტაძარი კი სამთავროს კარის ეკლესია გახდა.
 1990 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის,უწმინდესისა და უნეტარესის,ილია II - ის ლოცვა -კურთხევით ტაძარში მსახურებდა განახლდა.
 ყოველი წლის 15 ივლისს ყოვლადწმინდა ღვღისმშობლის კვართის შემოსვის მსოფლიო დღეს,ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ტარდება წირვა-ლოცვა, ხდება კვართის გადმობრძანება დადიანების სასახლეთა ისტორიულ -არქიტექტურული მუზეუმიდან.
  დღესასწაულზე კვართზე სამთხვევად ჩამოდის მთელი მსოფლიო მართმადიდებლური მრევლი.




No comments:

Post a Comment