სახელწოდება ზუგდიდი ქართულ და უცხოურ წყაროებში ორგვარი ფორმით გვხვდება ზუგდიდი და ზუბდიდი, მეგრელები კი მას ზუგდიდ -ს ეძახიან . აკად.ქეთევან ლომთათიძის მიერ დადგენილია, კიდევ ერთი სავარაუდო ფორმა - ზუბგითი ,რომელიც შემონახულია მის აფხაზურ სახელში. ამ სახელწოდების მნიშვნელობა დიდი ხანია მეცნიერთა ყურადღების საგანია.გამოთქმულ იქნა რამდენიმე მოსაზრება,მაგრამ არცერთი მათგანი არ გასცდენია ვარაუდის ფარგლებს. ჩემ მიერ ამ საკითხისადმი მიძღვნილ ცალკე გამოკვლევაში დასაბუთებულ იქნა ერთ-ერთი ადრე გამოთქმული მოსაზრებაგათანი (ა.ტყღუში ,.კვლავ ზუგდიდის ეთიმოლოგიისათვის,კრებული "ონიმასტიკა", თ.1 თბ.1987, გვ 158-164), მაგრამ რადგანაც ეს ნაშრომი დაიბეჭდა მკვლევართა ვიწრო წრისათვის , მცირე რაოდენობით დასთამბულ კრებულში ,საჭიროდ მიაჩნია მისი მკითთხველთა ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა. ზუბდიდ-ი იხსნება მე_17 - მე_18 საუკუნეთა როგორც ირეკვევა, ის იმერული-გურული ფორმაა.
ნიშანდობლივია ისიც,რომ ზუბდიდი არ გვხვდება არც მეგრელთა მეტყველებაში და არც მათი ხელიდან გამოსულ წერილობით,მაშინ როდესაც თითქმის ყველა საბუთი, სადაც ოდიშის სატახტო ზუბდიდად მოიხსენიება, იმერეთს უკავშირდება. ზუგდიდის ადრეული სახელი ზუბ დიდი რომ ყოფილიყო, მაშინ მეგრულისათვის დამახასიათებელი ერთი ფონეტიკური თვისების გათვალისწინებით, ამ სახელიდან დონ-ის მეზობელი ბან-ი ამოვარდებოდა ,რადგან მეგრულში ბან-ი ამოვარდებოდა,რადგან მეგრულში ბან-ი ვერ ეგუება დონ-ის მეზობლობას (შდრ. ბაბდიდი - ბადიდი. ირკვევა,რომ ზუგდიდი და ზუბდიდი ფორმებით ქალაქის ერთი საერთო,ადრეული სახელიდან მომდინარეობს.
აკად. ქეთევან ლომთათიძემ დაადგინა, რომ ქართველურ ენებში გვ ლაბიალური კომპლექსი გვაძლევს ლაბილურ ბგერას ბ. ყოველილე ამის გათვალისწინებით ,იმ სავარაუდო ფორმად, საიდანაც შეიძლებოდა წარმოშობილიყო როგორც ზუგდიდი,ასევე ზუბდიდი ,უნდა მივიჩნიოთ ზუგვდიდი.ამ ვარაუდს დამაჯერებლობას მატებს ის გარემოება რომ სიტყვა ზუგ, ასევე ზუგვ ფორმით .
წერილობით წყაროთ უმეტესობაში ოდიშის სამთავროს სატახტო მაინც ზუგდიდი ეწოდება. ამ წყაროთაგან უძველესია 1621 წელს შედგენილი "აფხაზეთის საკათალიკოსოს მოსაკვრებლების დავთარი " ზუგდიდ-ი იხსნება ლევან მე_2 დადიანის (1594-1657) ხელიდან გამოსულ ყველა საბუთში.ზუგდიდ-ს უწოდებენ 1662 წელს სამეგრელოში ნამყოფი პოეტი ფეშაგნი ხითარიშვილი (ფაშვი ბერტყაძე), მეფე-პოეტი არჩილი (1647-1713 ) მე-17 - მე-18 საუკუნეთა მიჯნის ისტორიკოსი ბერი ეგნატიშვილი,მისი თანამედროვე უცნობი ქართველი მემატიანე, დიდი გეოგრაფია და ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი(1696 - 1757 ),ოდიშელი ისტორიკოსი ნიკო დადიანი(1780-1834),იტალიელი კათოლიკე მისიონერი არქანჯელო ლამბერტი,რომელმაც თითქმის მეოთხედი საუკუნე დაჰყო სამეგრელოში,იტალიელი მისიონერი და მხატვარი ქრისტეფორე დე კასტელი(1597-1659), რომელმაც ასევე დიდი ხანი იცხოვრა სადადინოში,იერუსალიმის პატრიარქი დოსითეოსი(1647-1707),ცაიშელი ეპისკოპოსი გრიგოლ ჩიქოვანი(1777-1846) და სხვანი.
ზუგდიდის სახელწოდების კიდევ ერთი ფორმა გვხვდება წყაროებში-ესაა ზურგდიდი. ეს ფორმა გამოიყენება 1616-1621 წლებს შორის ცაიშელი ეპისკოპოს მალაქია გურიელის ბრძანებით შედგენილ ,,საცაიშელო მოსაკრებლების დავთარში". აი, ნაწყვეტი ამ დოკუმენტისა: ,,ზურგდიდისაკენ ანარიას ღელეს აქეთ მდინარის ჩასართავამდის,დარჩელისა და ჩოხათის სოფლისა, ჭალის სოფლისა, ალის სოფლის სათემო გზას დაბლა ხეთისკენ, ბარცხალას ღელეს აქეთ ცაიშის ეკლესიისა და იქით საერთო საცაიშლო კაცისა".
ზუგდიდი ორი სიტყვისაგან შემდგარი კომპოზიციაა. ეს სიტყვებია ზუგ-ი და დიდი.
უკვე ითქვა, რომ მეგრულში ნიშნავდა ბორცვს.თუკი ეს სიტყვა,ამგვარი მნიშვნელობით სვანურში დღმდეა შემორჩენილი( და ამიტომ თვითონ ზუგდიდი-ც ზოგ მეცნიერს,სვანური ეგონა),მეგრულში მის ოდესღაც არსებობაზე მიუთითებს ორი გარემოება.
პირველი ის, რომ მეგრულში დღემდე არის შემორჩენილი ზუგ სიტყვის ფონეტიკური ვარიანტი სუკი,რომელიც ბორცვს ნიშნავს.
მეორე-სამეგრელოში და მეგრულ-ჭანების ნამკვიდრალ მის მომიჯნავე კუთხეში-გურიაში დღემდე ცოცხალი ზუგ სიტყვის შემცველი უკლებრივ ყველა ტოპონიმი აღნიშნავს ბორცვს, მაღლობს,გორაკს.
სამგრელოს სამთავრო სატახტოს სახელი რომ მართლაც ბორცვის აღმნიშნელ სიტყვებს შეიცავს, კარგად ჩანს იქიდანაც, რომ ამ ქალაქის სახელი ერთ-ერთ წყაროში გვხვდება ზურგიდი-ს ფორმით.
ზურგ-ი ფონეტიკური ტყუპისცალია ზურგ სიტყვისა.თუკი ზურგ სიტყვა მხოლოდ ბორცვის მნიშვნელობას შეიცავს, ზურგს სიტყვას,მე-17 საუკუისთვის ბორცვის მნიშვნელობაც ქონია შენარჩუნებული, ზურგის, კუზის მნიშვნელობასთან ერთად.
ის,რომ ზურგ სიტყვა ბორცვსაც აღნიშნავს ადამიანის სხეულის ნაწილს ზურგსაც(კუზსაც).
ამრიგად,ზუგდიდი-ს მნიშვნელობა დადგენილად უნდა ჩაითვალოს ის ნიშნავს დიდ ბორცვს.
ეს სახელწოდება მას იმ ადგილის გამო უნდა მიეღო,სადაც იყო თავდაპირველად გაშენებული.ესაა გვიან მარცხვარ კარიშ სუკ-ად წოდებული ბორცვის,საიდანაც ამაყად გადმოჰყურებს ქალაქს წმინდა გიორგის ძველი ეკლესია.

No comments:
Post a Comment