პრობლემები ჩვენს რაიონში

    ჩვენი   სკოლა ტეროტორიულად  მდებარებს  აფხაზეთის საზღვართან ახლოს, ენგურის ხიდთან. ხიდის მიმდებარე ტერტორიაზე გაშენებულია სოფლები, გადის  სოხუმისა და სვანეთისაკენ მიმავალი ტრასა,რის გამოც მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში ე.წ.,,ვექტორის" მიდამოებში გაყვანილიქნა სატრანსპორტო გზა.
   ცნობილი სამოქალაქო ომის მიმდინარეობის, ე.წ. აფხაზეთის ,,დამოუკიდებლობის" და რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების შემდეგ ამ გზამ ფუნქცია დაკარგა. უნდა  აღინიშნოს , რომ  ეს გზა იყო კეთილმოწყობილი და დღეისათვის  წარმოადგენდა ნაგავსაყრელს, რაც ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის მოსახლებას. ამავე ტერიტორიაზე   მდებარეობს და ფუნქციონირებს  ასფალტის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც გამოყოფს გამონაბოლქვს და წარმოადგენც საფრთხეს.


      საქართველოს ახალი რეალობიდან გამომდინარე ჩვენ დიდი იმედი გვაქვს რომ ურთიერთობა დათბება ჩვენს მეზობელ რუსეთთან, ეს გზა აღსდგება და სწორედ ეს გზა მიგვიყვანს ენგურის ხიდთან, რომელიც გახდება მეგობრობის ხიდი ჩვენს ძმა აფხაზებთან. 

No comments:

Post a Comment